ზაზა მას,
ვიცი ხანდახან შემოდიხართ ამ გვერდზე და იქნებ ჩემს წერილსაც წააწყდეთ.
ძალიან მომენატრეთ. იმედი მაქვს, რომ ჩამოვალ გნახავთ და ვისაუბრებთ.
ამ წლის განმავლობაში ბევს რამეზე დავფიქრდი, ბევრი გამოფენა ვნახე, ბევრი ადამიანი გავიცანი და მინდა ყველაფერი გაგიზიაროთ. თქვენი რჩევები ყველაზე მეტად ახლა მჭირდება, რადგან ოქტომბრიდან ბოლო სასწავლო წელს შევუდგები და მინდა საუკეთესო სადიპლომო გამოფენა წარვადგინო. ამისთვის კი თქვენი დახმარება და რჩევა დამჭირდება.
მინდა იცოდეთ რომ თუ ოდესმე ჩემგან მხატვარი გამოვა, და თუ ამ გზას დავადექი და ისევ ვადგავარ, მხოლოდ თქვენი დამსახურებაა. კი, ვიღაცებმა და რაღაცებმა გზად ხელი შემიწყეს მაგრამ მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე ამ გზას გავყოლოდი, რომ თქვენ დაიჯერეთ ჩემი. დაიჯერეთ და მეც დამაჯერეთ. ადამიანი კი ის არის, რისიც სჯერა. თქვენ რომ არ იყოთ, ან უცებ გაქრეთ, ყველაფერს მივატოვებ და მეც "კარირიერის" კეთებას შევუდგები.ჩემს თავთან მარტო არ ვარ საკმარისად მორწმუნე რომ რამე გამომივიდეს.
როდესაც, რამდენიმე წლის წინ, რთულ პერიოდს გავდიოდი, ცუდ ხასიათზე ვიყავი და ვერაფერში ვერ ვხედავდი ჩემი არსებობის აზრს, ხადახან მხოლოდ იმაზე ფიქრი თუ მინელებდა ტანჯვას, რომ შორს საქართველოში, ჩემ მშობლებთან ერთად თქვენც უანგაროდ გიყვარდით და თქვენც გჯეროდათ რომ შემეძლო რაღაც სწორი და მნიშვნელოვანი შემექმა.
შეიძლება ოდესმე შევძლო, შეიძლება ვერც შევძლო.
მაგრამ ისე იქნება თუ ასე, თუ ჩემგან ადამიანი დადგება, თუ რაღაც მცირე სიკეთეს მაინც გავაკეთებ, დიდწილად თქვენი დამსახურება იქნება და თქვენ ჩემს გაძლიერებას ამ რწმენით და სიყვარულით ისევ ყოველ დღე აგრძელებთ. ასეა ჩემთვის, ასეა თქვენი სხვა მოსწავლეებისთვის.
ამიტომ მე სულ მაქვს თქვენი იმედი და იმის იმედი რომ გაგიმართლებთ დ აარ გირალატებთ!
ბოდიშს გიხდით გაუმართავი ქართულისთვის.
ამ ექვსი წლის განმავლობაში ქართულად წერასაც გადავეჩვიე.
გიგზავნით ბევრ სიყვარულს და იმედი მაქვს მალე გნახავთ.
ელენე